პეტრე ცისკარიშვილი - სააკაშვილი არის ფაქტორი ყველანაირ კონტექსტში, რომელიც შეეხება "ოცნების" მიმართ გადადგმულ ნაბიჯებს

სააკაშვილი არის ფაქტორი ყველანაირ კონტექსტში, რომელიც შეეხება "ოცნების" მიმართ გადადგმულ ნაბიჯებს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, რეჟიმი, რომელსაც პოლიტპატიმრები ყავს და პრორუსული პოზიცია აქვს , რა თქმა უნდა,  დასანქცირდებოდა.

"სააკაშვილი არის ფაქტორი ყველანაირ კონტექსტში, რომელიც შეეხება "ოცნების" მიმართ გადადგმულ ნაბიჯებს, ის არის "ოცნების" და პუტინის, ამ კონგლომერატის, ამ ერთიანი გუნდის პირადი პატიმარი, მათ გამოკეტეს ის საპყრობილეში. სააკაშვილის პოლიტპატიმრად ყოფნა აფერხებს და აბრკოლებს ჩვენს ევროინტეგრაციას. 

არახამია ძალიან სწორად საუბრობდა ამაზე, ეს არადემოკრატიული, დესპოტური  რეჟიმი, პოლიტპატიმრები და მედიამენეჯერები ციხეში გამოკეტილი რომ ჰყავს,  რომელიც აბსოლუტურად არათავისუფალია, დემოკრატიულ არჩევნებს არ ატარებს, პრორუსული პოზიცია აქვს,  მაშინ როცა მთელი დასავლეთი ერთ მხარეს დადგა, რა თქმა უნდა,  მიშაც ფაქტორია და რა თქმა უნდა ესენი დასანქცირდებობდნენ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მისი თქმით, არასწორია მსჯელობა, რომ ამ ადამინების სანქცირებით საქართველო ზიანდება. 

"რად უნდა ამას ორაზროვანი განცხადებები, რომ საქართველო ზიანდება. საქართველო კი არ ზიანდება,  რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება  მეტი "ოცნების",  ბიძინას გარშემო მყოფი სუბიექტი, პერსონაჟი, რომელიც კომერციული ოპერატორია და ხელს უწყობს ბიძინას და რუსეთს, რომ სანქციებს თავი დააღწიოს, უნდა დასანქცირდეს, არა მხოლოდ უკრაინის არამედ დასავლეთის მხრიდანაც, და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად“,  - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები