ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ფოთის საეპარქიო სახლში IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორი მიიღო

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ფოთის საეპარქიო სახლში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს პროგრამების დირექტორი ჯონ დიპირო მიიღო. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ პროგრამის ოფიცერი ლადო რაზმაძე.

"სტუმრებმა მეუფე გრიგოლს გააცნეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ახალი პროექტი - „ააშენე საქართველო“. პროექტი ორწლიანია და მიზნად ისახავს საზოგადოების ფართო სპექტრის ჩართულობით, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებას და არსებული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევას. პროექტის ირგვლივ გაიმართა საინტერესო საუბარი და გამოითქვა მოსაზრებანი.

მეუფე გრიგოლმა მოიწონა წარმოდგენილი პროექტი და გამოთქვა აზრი, რომ „პრობლემა, რომლის დაძლევასაც ემსახურება აღნიშნული პროექტი, სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის ქართული სახელმწიფოს განვითარებას და უაღრესად მნიშვნელოვანია ყოველგვარი მეცადინეობა მის დასაძლევად“.

დასასრულს, მეუფე გრიგოლმა დალოცა სტუმრები და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები და მათ შორის - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია", - აღნიშნულია ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები