მურმან დუმბაძე - ბიძინა ივანიშვილს სანქცია უპირველესად საქართველოს მოქალაქემ უნდა დაუწესოს

ბიძინა ივანიშვილს სანქცია უპირველესად საქართველოს მოქალაქემ უნდა დაუწესოს, - ამის შესახებ Front News-ს "ემსახურე საქართველოს" დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ მურმან დუმბაძემ  განუცხადა. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ ქვეყანა სერიოზული კრიზისის წინაშე დააყენა, ამიტომ მას ამისთვის პასუხი ხალხმა უნდა მოთხოვოს. 

"განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს სხვა ქვეყანა რა სანქციებს დაუწესებს ბიძინა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილს სანქცია უპირველესად უნდა დაუწესოს საქართველოს მოქალაქემ.  ეს არის მთავარი ამოცანა. მე -11 წელი დაიწყო, ის მართავს ქვეყანას, რაც დაგვპირდა 2012 წელს, არაფერი შეგვისრულა. ქვეყანაში გვაქვს სერიოზული ეკონომიკური კრიზისი, ვკარგავთ საგარეო პარტნიორებს, არ არსებობს სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების მიმართ ნდობა, ხელისუფლება ვერ ახორციელებს იმ მოთხოვნებს,  რომელიც ხელისუფლებისადმი მოქალაქის  ნდობას ჩამოაყალიბებს, ამიტომაც სანქცია ბიძინა ივანიშვილს სწორედ საქართველოს მოქალაქემ უნდა დაუწესოს“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის არა თუ სანქციებზე, მედიაში  გამოქვეყნებულ სტატიაზეც კი აქვს რეაქცია, თუმცა  უჭირს თქმა,  რამდენად გაითვალისწინებს ის ცივილიზებული სამყაროს მოთხოვნებს,  მათ  შორის მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. 

"ვიცნობ მე კარგად ბიძინა ივანიშვილს, მასზე მოქმედებას ნებისმიერი მცირედი საგაზეთო ინტერვიუც კი, არა თუ სანქციები. ბუნებრივია, მასზე იმოქმედებს საკუთარი ფინანსების დაკარგვის საფრთხე, ეს არის სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა...  

საქართველოს მოქალაქის ზეწოლა და საერთაშორისო ზეწოლა თუ შეიკრიბება, მას მოუწევს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ წასვლა. ეს სურვილი კი არის,  რომ მიხეილ სააკაშვილი გახდეს პოლიტიკური გვამი, რის  უფლებასაც მას საქართველოს მოქალაქე არ მისცემს“, - განაცხადა  დუმბაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები