კობა ნაყოფია - მგონია, რომ ეს სანქციები კიდევ გაგრძელდება, იქნება კიდევ ახალი სანქციები

უკრაინის ხელისუფლებამ არა ერთხელ სთხოვა, მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადაეცათ მათთვის მიხეილ სააკაშვილი. დღემდე არაფერია ამ მიმართულებით გაკეთებული, ეს რა თქმა უნდა, შეიძლება,  ჩაითვალოს რუსეთისთვის ხელშეწყობად და არა უკრაინისთვის, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინის მხრიდან ივანიშვილის დაჯგუფების წევრებისათვის  სანქციების დაწესება კიდევ გაგრძელდება. 

"შესაძლოა, [სანქციების] ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ  უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, დღეს არის პატიმრობაში. უკრაინის ხელისუფლებამ არა ერთხელ სთხოვა, მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადაეცათ მათთვის მიხეილ სააკაშვილი. დღემდე არაფერია ამ მიმართულებით გაკეთებული, ეს რა თქმა უნდა, შეიძლება ჩაითვალოს რუსეთისთვის ხელშეწყობად და არა უკრაინისთვის. 

მრავალი ფაქტორის ერთობლიობამ შექმნა ეს ვითარება, რაც დღეს გვაქვს უკრაინასა და საქართველოს შორის, მგონია, რომ ეს სანქციები კიდევ გაგრძელდება, იქნება კიდევ ახალი სანქციები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს თავისი პოზიცია ბევრ საკითხთან მიმართებით, ამ შემთხვევაში,  შეიძლება ეს შეიცვალოს. 

მათი მხრიდან იქნებოდა სწორი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაეყვანათ სამკურნალოდ უცხოეთში,  ამისთვის ყველა მიზეზი არსებობს. რატომ არ აკეთებენ ამას, ეს მეორე საკითხია, თუმცა მოუწევთ, ეს დროის ამბავია“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები