ლევან მურუსიძე - ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თუ პრეტენზია ექნება ვინმეს, მე თვითონ გავცემ პასუხს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ მოსამართლე წევრს ირჩევენ.

საბჭომ ერთ ვაკანტურ ადგილზე დიმიტრი გვრიტიშვილი დაასახელა, მეორე ვაკანტურ ადგილზე  კი ლევან მურუსიძემ საკუთარი თავი თავად წარადგინა.

მურუსიძის თქმით, მისი გვარით ხდება სასამართლოს რეპუტაციის დაზიანება და ამიტომ გადაწყვიტა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსით იზრუნოს სასამართლოს რეპუტაციასა და ინტერესებზე.

"რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი ჩუმად, წყნარად. ვიხილავდი საქმეებს, საქმეები 100%-ით მეწერებოდა, მაგრამ რატომღაც არ მოისვენეს არასამთავრობო სექტორი იქნებოდა ეს, სხვადასხვა პოლიტიკოსი თუ ექსპერტი და ხშირად ისევ ატრიალებდნენ ჩემ სახელს და ამას აბამდნენ სასამართლო სისტემას. 

რატომღაც გვარი მურუსიძე უარყოფით კონტექსტში გამოიტანეს და პიროვნულად კი არა, გვარს აყენებდნენ შეურაცხყოფას წლების განმავლობაში. ყველა პრობლემას, რაც კი იყო სასამართლოში, ქვეყანაში მე მაბრალებდნენ. 

რადგან რიგითი მოსამართლე ვიყავი და არ მქონდა საშუალება პასუხი გამეცა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თუ პრეტენზია ექნება ვინმეს, მე თვითონ გავცემ პასუხს“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ადგილები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ კონფერენციას თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართეს.

უახლესი ამბები