მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა

თბილისის მეტროში დროებითი შეფერხების მიზეზი ლიანდაგებზე მამაკაცის ჩავარდნა გახდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრი უვნებლად ამოიყვანეს და მეტრო მუშაობას მალე განაახლებს.

"საჭირო გახდა მოძრაობის შეჩერება. ერთ-ერთ სადგურზე, მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ძაბვა დროულად მოვხსენით და უვნებლად ამოვიყვანეთ. ამიტომ მოგვიწია მოძრაობის შეჩერება. მოძრაობა მალე განახლდება“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოხდა.