კულება - აკრძალეთ Russia Today მთელ მსოფლიოში!

გენოციდის წაქეზების გამო რუსული ტელეარხი Russia Today, რომლის მაუწყებლობის დირექტორი ანტონ კუზნეცოვ-კრასოვსკი ცოტა ხნის წინ უკრაინელი ბავშვების დახრჩობისა და დაწვის მოწოდებით გამოვიდა, ყველა ქვეყანაში უნდა აიკრძალოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

"ხელისუფლებებმა, რომლებმაც ჯერ კიდეც არ აკრძალეს Russia Today, საკითხს უნდა გადახედონ. ვის მხარეს დგახართ, თუ მას ჯერ კიდევ თქვენს ქვეყნებში მაუწყებლობის უფლებას აძლევთ. გენოციდის აგრესიულ წაქეზებას (ამის გამო ეს ადამიანი გასამართლდება), არანაირი კავშირი არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან. აკრძალეთ RT მთელ მსოფლიოში!", - წერს კულება.

კრასოვსკიმ ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინა არ უნდა არსებობდეს და უკრაინელები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს, უნდა დახვრიტონ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ კრასოვსკი შესაძლოა, საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვდეს. 

პროპაგანდისტულ არხ Russia Today-ს ბრიტანეთმა ლიცენზია უკვე გაუუქმა, კანადამ ასევე დაბლოკა ტელევიზიის ორი არხი, გერმანიამ კი მისი თანამგზავრული მაუწყებლობა შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები