"უარვყოფთ რუსეთის ცხადად ცრუ ბრალდებებს, თითქოს უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე "ბინძური ბომბის" გამოსაყენებლად ემზადება"

აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი აცხადებენ, რომ რუსეთის ბრალდება უკრაინის მიერ "ბინძური ბომბის" შესაძლო გამოყენების შესახებ სიცრუეა. 

სამი ქვეყნის საგარეო საქმეა სამინისტროების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნუალი, რომ მსოფლიო კარგად დაინახავს ნებისმიერ მცდელობას, რომ რუსეთმა ეს ბრალდებები ესკალაციის საბაბად გამოიყენოს.

"ჩვენ, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის მუდმივი აგრესიის ფონზე. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი ტერიტორიების დასაცავად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭიროა.

სერგეი შოიგუს თხოვნით, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები მას ტელეფონით ესაუბრნენ. ჩვენმა ქვეყნებმა ნათლად განაცხადეს, რომ ჩვენ ყველანი უარვყოფთ რუსეთის ცხადად ცრუ ბრალდებებს, თითქოს უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე "ბინძური ბომბის" გამოსაყენებლად ემზადება. მსოფლიო დაინახავს ნებისმიერ მცდელობას, გამოიყენოს ეს ბრალდება ესკალაციის საბაბად. ჩვენ ასევე უარვყოფთ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ნებისმიერ საბაბს.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს მათი საერთო გადაწყვეტილება, გააგრძელონ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებით პრეზიდენტ პუტინის სასტიკი აგრესიული ომის პირობებში", - აღნიშნულია განცხადებაში. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მისი მოთხოვნის საფუძველზე ფრანგ, ბრიტანელ, თურქ და ამერიკელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა, სადაც ამტკიცებდა, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე, შესაძლოა, "ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავდეს.