ელენე ხოშტარია - ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა მოვახდინოთ ამ ქვეყნის რეალური დეოლიგარქიზაცია

დასკვნები უნდა გააკეთონ ოპოზიციამ,  მოქალაქეებმა და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა მოვახდინოთ ამ ქვეყნის რეალური დეოლიგარქიზაცია, -  ამის შესახებ "დროას" ლიდერმა  ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

მისი განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მურუსიძისა და გვრიტიშვილის დანიშვნით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მმართველობის პირობებში ქვეყანას ევროპული განვითარების შანსი არ აქვს.  

ხოშტარია დეოლიგარქიზაციისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ  ოპოზიციას და მოქალაქეებს მოუწოდებს. 

"გუშინდელი გადაწყვეტილება მურუსიძესთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი გზავნილი „ქართული ოცნების“ მხრიდან, გზავნილი მოქალაქეების მიართ, რომ ჩვენს ქვეყანას "ქართული ოცნების" პირობებში არ აქვს არანაირი ევროპული პერსპექტივა.  

მე დღეს არ მივმართავ "ქართულ ოცნებას", არანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნების" პირობებში, რომ ჩვენ გვაქვს ევროპული პერსპექტივა, არ არსებობს. არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო, რომელიც სამარცხვინოდ იქცეოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაიმე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მივმართავ ჩვენს საზოგადოებას, მივმართავ ოპოზიციას და მივმართავ ყველა მოქალაქეს – "ქართულ ოცნებას“ არ ეკუთვნის ჩვენი სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ მათ ის მიტაცებული აქვთ და გუშინდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გაამყარეს ეს მიტაცება. ეს სახელმწიფო გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენს აქტიურობასა და  დასკვნების გაკეთებაზეა დამოკიდებული, დავთმობთ თუ არა ამ მომავალს. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა შევხვდეთ გულგრილობით მსგავს მტკივნეულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნები, დასკვნები უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომელიც კიდევ ტოვებს ილუზიას, რომ "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობით რაიმეს მიღწევა, დასკვნები უნდა გააკეთონ. დასკვნები უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა მოვახდინოთ ამ ქვეყნის რეალური დეოლიგარქიზაცია“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები