"ფორმულას" გადამღებ ჯგუფზე თავდამხსხმელს ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ფორმულას" გადამღებ ჯგუფზე თავდამხსხმელი დავით ველიჯანაშვილი დამნაშავედ ცნო და ერთი წლით პატიმრობა შეუფარდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სასამართლომ ველიჯანაშვილი ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და დევნის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო 118-ე მუხლი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, გადაკვალიფიცირდა 122-ე მუხლად, რაც ფარგლებს გადაცილებით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

"ფორმულას" ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძეს და ორ ოპერატორს ველიჯანაშვილი თავს მაშინ დაესხა, როცა ისინი ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში რესპონდენტს წერდნენ. 

ველიჯანაშვილმა ჟურნალისტს და ოპერატორებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები