წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. 

საგზაო სამუშაოები დასრულების ფაზაშია სოფელ გვიშტიბში და სოფელ ოფშკვითში. 

გვიშტიბში, მე-10 ქუჩაზე, სადაც "ღვინის გზა“ გადის, ბეტონის საფარი იგება. ამ კონკრეტულ  ქუჩაში 35 ოჯახი ცხოვრობს და როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, სოფლის ამ ქუჩაზე გზა არასოდეს დაგებულა. 

საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ამავე სოფლის მაცაბერიძეების უბანში, სადაც ბეტონის გზა დაიგება. 

სოფელ ოფშკვითში დასრულების ფაზაშია ყველაზე მასშტაბური პროექტი, -  4500 მეტრის ბეტონის გზის  სამუშაოები.

"სრულდება  N6 ქუჩაზე კეპულაძეების უბანში, გზის მშენებლობა,  ამ უბანში 100-მდე ოჯახი მუდმივად ცხოვრობს და ეს გზა მათი გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა. აქამდე ყოველწლიურად ზედაპირულად ხდებოდა გზის მოხრეშვა, თუმცა უგზოობის  პრობლემა ვერ გვარდებოდა. 

ამიერიდან ამ უბნის მოსახლეობას ექნება გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა, ბეტონი გზა და სანიაღვრეები“, - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.

სოფელ გვიშტიბსა და ოფშკვითში განხორციელებული პროექტები რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები