შალვა ნათელაშვილი - შეხვედრა მოხდა უპრეცედენტო ფორმატით, რადგან იქ წინასწარ შეპარული ბიძინა ივანიშვილი ელოდებოდა ილჰამ ალიევს

მუხრანში წინასწარ შეპარული ბიძინა ივანიშვილი ელოდებოდა ილჰამ ალიევს, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა  განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტით ოლიგარქმა დაასრულა მეზობელ ქვეყანაზე გარეჯის მიყიდვის პროცესი. 

"აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტით ოლიგარქმა ივანიშვილმა დაასრულა გარეჯის მეზობელ სახელმწიფოზე გასხვისების პროცესი, რის გამოც ის აუცილებლად აგებს პასუხს სახელმწიფო ღალატისთვის. 

მუხრანში, შატოში შეხვედრა მოხდა უპრეცედენტო ფორმატით, რადგან იქ წინასწარ შეპარული ბიძინა ივანიშვილი ელოდებოდა ილჰამ ალიევს. ეს ალბათ, მსოფლიო დიპლომატიაში არნახული შემთხვევაა, როდესაც არაფორმალური მმართველი ჩუმად დაძვრება მეზობელ სახელმწიფოთა ლიდერებთან შეხვედრებზე“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს 24 ოქტომბერს სტუმრობდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები