დიმიტრი გვრიტიშვილი - თავდაცვითი რეჟიმიდან სასამართლო ხელისუფლება, ჩათვალეთ, რომ გადადის თავდასხმის რეჟიმზე

გურუსავით არის ერთი ადამიანი ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა დანარჩენი ყველა განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს, ახლა გეკითხებით, სად არის კლანი  სასამართლოში, თუ არასამთავრობოებში, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალარჩეულმა მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

"დაახლოებით წელიწადნახევრის წინ და ამ პერიოდში ვიყავი უბრალოდ მოსამართლის სტატუსით და ასეთი აქტიურობა ჩემი სამოსამართლო აქტიურობიდან გამომდინარე, მოსამართლეს ეკრძალება, როდესაც ვხედავ იგივე არაერთგზის ნახსენებ ე.წ. არასამთავრობოების განცხადებებს, რადგან ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა, მართლაც კლანური პრინციპით ფორმირებული, იმიტომ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს მათგან ვერ ვისმენ. გურუსავით არის ერთი ადამიანი ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა დანარჩენი ყველა განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს, ახლა გეკითხებით, სად არის კლანი სასამართლოში, თუ არასამთავრობოებში. 

თავდაცვითი რეჟიმიდან სასამართლო ხელისუფლება, ჩათვალეთ, რომ გადადის თავდასხმის რეჟიმზე. ფაქტებით და მტკიცებულებებით მოხდება ყველა იმ სუბიექტის გამოაშკარავება პერიოდულად, რომელიც მიზანმიმართულად გეგმავს და ცდილობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განეიტრალებას, მის თამაშგარე დატოვებას და სასამართლო კორპუსში განხეთქილების შეტანას იმ კუთხით, რომ არაჯანსაღ კომუნიკაციას ამყარებს გარკვეულ მოსამართლეებთან“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები