ჭიათურაში, ყაზბეგის ქუჩაზე საკურას ხეივანი გაიხსნა

ჭიათურის მერმა  გივი მოდებაძემ, შპს "ჯორჯიან მანგანეზის“ პროექტების მენეჯერ ეკა შავლაძესთან ერთად, დღეს საკურას ხეივანი გახსნა.

საზეიმო ღონისძიებას "ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის კოორდინატორი ჯემალ ხარაიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების   წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეკრებილებს მერმა სიტყვით მიმართა და ქალაქში კიდევ ერთი  სივრცის მოწყობა მიულოცა.

"მიხარია, რომ ასეთი ლამაზი ადგილი  შეემატა ჩვენს ქალაქს. საკურას ხეივანი განახლებული “გედების ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა გაშენებული. ეს სივრცე განსაკუთრებულად უყვართ ბავშვებს და ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ  და მომავალში მეტს გავაკეთებთ მათი გართობისა და  გახარებისათვის“, - აღნიშნა გივი მოდებაძემ. 

ხეივანში 35 ძირი საკურას ნერგი დაირგო. მოეწყო ბეტონის ბორდიურები, მთელს პერიმეტრზე დამონტაჟდება გარე განათება  და სარწყავი სისტემები.

საკურა დეკორატიული ალუბლის გვარის მცენარეა. იგი ყვავილობს გაზაფხულზე, მარტისა და აპრილის თვეებში. მისი განსაკუთრებული სილამაზე ყვავილების ფერების გრადაციაშია. 

საკურას ყვავილები შეფერილია მუქი წითლიდან მკვეთრ ვარდისფრამდე ან თეთრამდე გარდამავალ ფერებში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები