გიგა ბოკერია - გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება "ნაციონალური მოძრაობისგან“, "ლელოსგან, "სტრატეგია აღმაშენებლისგან“, პარტნიორების გადაგდების, მოტყუების

გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება "ნაციონალური მოძრაობისგან“, "ლელოსგან, "სტრატეგია აღმაშენებლისგან“, პარტნიორების გადაგდების, მოტყუების, საზოგადოებისთვის სიტყვის გატეხის, -  ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ დაანონსებული პროევროპულ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, აინტერესებს არგუმენტები, თუ რატომ გაამართლებს ამჯერად ასეთი გაერთიანების შექმნის მცდელობა. 

"ევროპული საქართველო" ვთვლით, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიერ საკუთარი ამომრჩევლების მომხრეების რაოდენობის ზრდა და მათი პოლიტიკურად მოტივაცია, ამ ბროლაში მონაწილეობის მისაღებად არჩევნების გზით, ხმების დაცვის გზით, მშვიდობიანი პროტესტის გზით. 

ამას სჭირდება ნდობის აღდგენა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ "ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“,  „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და ბევრმა სხვამაც ძალიან დააზიანა. 

რაც შეეხება კოორდინაციას და გაერთიანების ლოზუნგს, „ევროპული საქართველო“ ვიყავით საქმიანი კოორდინაციის ინიციატორები  საპარლამენტო არჩევნების დროს,  მის შემდეგაც.  გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება „ნაციონალური მოძრაობისგან“, „ლელოსგან, „სტრატეგია აღმაშენებლისგან“, პარტნიორების გადაგდების, მოტყუების, საზოგადოებისთვის სიტყვის გატეხის,  ამიტომ მე მაინტერესებს ზურა ჯაფარიძისგან და ელენე  ხოშტარიასგან მოვისმინო, რა არგუმენტი აქვთ, რა საფუძველი აქვთ, რომ ამჯერად აქვს აზრი კოორდინაციას. ამ პროცესს დაველოდებით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები