რუსთავში ავტომობილი აფეთქდა

რუსთავში ავტომობილი აფეთქდა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა. 

"ინფო რუსთავის"ინფორმაციით, "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილში მძღოლი ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც მოხდა აფეთქება. 

თვითმხილველის თქმით, სავარაუდოდ, ავტომობილში დამონტაჟებული გაზის ბალონიდან ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

შემთხვევის დროს დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთია ავტომობილის მძღოლი, რომელმაც სახეზე დამწვრობა მიიღო,  მეორე - გამვლელი ქალია.

ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და გამოკვლევები უტარდება.