გიორგი რუხაძე - ივანიშვილს შანსი გამოუგზავნა პოლიტიკის ღმერთმა, წინ აღუდგეს რუსულ ინტერესებს და გაასამმაგოს ამ ქვეყნის ფუნქცია

ივანიშვილს შანსი გამოუგზავნა პოლიტიკის ღმერთმა,  წინ აღუდგეს რუსულ ინტერესებს, წინ დააყენოს საქართველოს ინტერესები და გაასამმაგოს ამ ქვეყნის ფუნქცია, - ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა  გიორგი რუხაძემ განაცხადა.  

მისი თქმით, ანალოგიური ისტორიული შესაძლებლობა, ერთხელ ჰქონდა საქართველოს, როდესაც შევარდნაძემ საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად ქვეყანას ახალი ფუნქცია შესძინა და უფროს ალიევთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს. 

"ივანიშვილს შანსი გამოუგზავნა პოლიტიკის ღმერთმა, რომ წინ აღუდგეს რუსულ ინტერესებს, წინ დააყენოს საქართველოს ინტერესები და გაასამმაგოს ამ ქვეყნის ფუნქცია.

ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, საქართველოს ასეთი ჰქონდა ერთხელ, როდესაც შევარდნაძემ საკუთარი უსაფრთხოებისა და ყველანაირი საფრთხის მიუხედავად, არ დათმო ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესი, არ გაცვალა საკუთარ უსაფრთხოებაში, გააღიზიანა რუსეთი და მამა ალიევთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოს  სტრატეგიულ ფუნქციას, რომელზეც ძალიან ბევრი რამე დაშენდა და დღეს რომ საქართველო მნიშვნელოვანია, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის და ევროკავშირისთვის, ამ ფუნქციის დამსახურებაცაა. ახლა ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ეს ფუნქცია გავასამმაგოთ.  

საფრთხე ნამდვილად არსებობს, რომ ივანიშვილმა საკუთარი ძალაუფლებისა თუ უსაფრთხოების გამო დათმოს ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესები და რუსეთის არგაღიზიანების მოტივით შეფუთოს რაღაც უარები.  

არ მჯერა, რომ საქართველო გაბედავს და ყველაფერზე უარს იტყვის, არსებულ  მილსადენში ნავთობის გატარებაზე უარს ვერ იტყვის, მაგრამ ახალ პროექტებზე ივანიშვილი შეეცდება კვლავაც ითამაშოს“, - განაცხადა რუხაძემ. 

მისი თქმით, ივანიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტი უკვე ჩააგდო და გაუვიდა, მაგრამ  მას კიდევ აქვს შანსი ქვეყნის სასარგებლოდ იმოქმედოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები