მურმან დუმბაძე - ახლა პირველი ამოცანა უნდა იყოს პარლამენტის დატოვება, არაფერი იქ არ გაკეთდება

ახლა პირველი ამოცანა უნდა იყოს პარლამენტის დატოვება, ჩემი სუბიექტური აზრია, არაფერი იქ არ გაკეთდება, - ამის შესახებ "ემსახურე საქართველოს" თავმჯდომარემ მურმან დუმბაძემ განაცხადა. 

ის იზიარებს პროევროპული გაერთიანების იდეას და აცხადებს, რომ ყველამ თავი ამბიცია გვერდზე უნდა გადადოს და ერთი მიზნისთვის გაერთიანდეს. 

"ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა დიდ კოალიციურ გაერთიანებაზე გადის. ყველამ შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. შევთანხმდეთ იმაზე, რომ "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ უნდა იყოს. 

ელენე ხოშტარია პარლამენტში არ მოღვაწეობს, ასე არის ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც, გიორგი ვაშაძე არის პარლამენტში, მაგრამ ნახევრად.  

ახლა პირველი ამოცანა უნდა იყოს პარლამენტის დატოვება, ჩემი სუბიექტური აზრია, არაფერი იქ არ გაკეთდება, არავითარ 12 პუნქტზე არ არის ლაპარაკი. როცა დეოლიგარქიზაციაზე გელაპარაკება შენი პარტნიორი და ეს ხალხი გეუბნება, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, არ შეიძლება მათთან თანამშრომლობა. დავტოვოთ უნდა საქართველოს პარლამენტი, დავტოვოთ აჭარის უმაღლესი საბჭო, დავტოვოთ საკრებულოები,  დიდი გაერთიანება შევადგინოთ და გადავიტანოთ ბრძოლის ველი ქუჩაში, ქუჩის ნუ გეშინიათ, ქუჩიდანაც შეცვლილა ხელისუფლება და შეიცვლება“, - განაცხადა დუმბაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები