ვლადიმერ ხუჭუა - მოსამართლე, რომელიც ფაჩუჩებით აცხადებს გადაწყვეტილებას, ჩემს მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს

მოსამართლე, რომელიც თვეების განმავლობაში სახლიდან ატარებს სასამართლო სხდომებს, ფაჩუჩებით აცხადებს სასამართლოს სახელით მიღებულ გადაწყვეტილებას, ჩემ მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს, - ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ვლადიმერ ხუჭუამ ამავე სასამართლოს თავმჯდომარეობის კიდევ ერთ კანდიდატზე, ბადრი ნეპარიშვილზე საუბრისას განაცხადა.

"ჩემთვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მიმაჩნია, რომ ჩემთვის მიუღებელია. იუსტიციის საბჭო მსჯელობს იმ საკითხთან მიმართებით, რომ მოსამართლე, რომელიც ხუთ თვეში მხოლოდ ხუთჯერ გამოცხადდა თავის სამუშაო ადგილზე, მოსამართლე, რომელიც თვეების განმავლობაში სახლიდან ატარებს სასამართლო სხდომებს, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, პირობითად ვამბობ, ფაჩუჩებით აცხადებს სასამართლოს სახელით მიღებულ გადაწყვეტილებას, ჩემ მიმართ აცხადებს პრეტენზიებს. დღეს საბჭო ამ საკითხს იხილავს. ეს არის სირცხვილი. მიმაჩნია, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი.

ყველა მოსამართლე უნდა დაფიქრდეს საკუთარ პასუხისმგებლობაზე, ვალდებულებებზე, უფლებამოსილებებზე, რაც მას კანონმა დააკისრა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამგვარი მოსამართლეები არ შეიძლება იყვნენ საზოგადოების ნდობის ამაღლების სამსახურში სასამართლოს მიმართ. ასევე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, მოცემულობა, რაც არის, მე იძულებულს მხდის გარკვეული ფაქტები წარმოვადგინო. სხვა შემთხვევაში თავს შევიკავებდი ამგვარი განმარტებებისგან, მაგრამ იძულებული ვარ ჩემ მიმართ წარდგენილი ბრალდებების და პროცესების გამო განვაცხადო ამგვარი რამ.

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომელიმე მოსამართლე საცხოვრებელი სახლიდან თვეების და წლების განმავლობაში ატარებდეს სასამართლო სხდომებს და მას კიდევ გააჩნდეს ამბიცია, რომ ის იმსახურებს სასამართლო თავმჯდომარის პოზიციას. ეს არის ფაქტი“, - განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები