ლევან მურუსიძე - არ სჭირდება აშშ-ს დაცვა, აქეთ გვინდა, რომ დაგვიცვას

ცდილობენ, რომ სასამართლო სისტემაში შემოიტანონ ისევ რაღაც დაპირისპირება და არეულობა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო სისტემაში უნდა იყოს ჯანსაღი სიტუაცია და მოსამართლეებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მშვიდ ვითარებაში განიხილონ საქმეები.

"იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემი მოსვლაც, გარდა იმისა, რომ ჩემი სახელის გამოყენებით ხდებოდა სასამართლოს დისკრედიტაცია, არის ის, რომ სასამართლო სისტემაში უნდა იყოს ჯანსაღი სიტუაცია და მოსამართლეებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მშვიდ ვითარებაში განიხილონ საქმეები. არ სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს ვინმეს დაცვა, აქეთ გვინდა, რომ დაგვიცვას. როდესაც კოლეგებზე იძახიან, რომ არის ვირთხა და მონა, ამაზე უფრო ველოდები გამოხმაურებას. რას ფიქრობენ ჩემი კოლეგა მოსამართლეები, როდესაც სასამართლოს უწოდებენ მონას?! როდესაც ამაზე ექნებათ პოზიცია ჩემ კოლეგა მოსამართლეებს, მერე ამაზე მეც მექნება პოზიცია, რადგან ამ შემთხვევაში ადრესატია ჩემი კოლეგა მოსამართლე.

გუშინდელ ეთერზე, რა უნდა მოხდეს, ეფექტურად როგორ უნდა დაიხარჯოს რაღაც თანხები, ამაზე მე ჩემი მოსაზრება მაქვს. მე ვარ საბჭოს წევრი, რომელიც ამირჩია კონფერენციამ. ამიტომ მე ვისაც მივმართე, ისეთი ნათელი გონების ადამიანები მუშაობენ იქ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, პირველი სიტყვიდან გაიგებდნენ იმ შინაარსს, რაც მე ვთქვი“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

უახლესი ამბები