რასა იუკნევიჩიენე - ეს მცდელობა საქართველოს არ გამოადგება, ორბანი არ არის ის პერსონა, რომელსაც ევროკავშირი პატივს სცემს

ეს ვიზიტი დემონსტრირება იყო იმის,  რომ მათ ერთგვარი ძმობა და ერთნაირი მიდგომები აკავშირებთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, უნგრეთი არის კრემლის გავლენის ქვეშ და აქაც პრობლემას წარმოადგენს კორუფციული მმართველობა. 

"ორბანი და უნგრეთიც განსაკუთრებული შემთხვევაა ევროკავშირის სისტემაში. ჩვენ განვიხილავთ მასზე რუსეთისა და კრემლის გავლენას, რაც შეეხება კორუფციას, მონაცემები  შემაშფოთებელია. აქვე დავაკავშირეთ კორუფციის დონე და რუსეთიდან შემომავალი ფული. ხშირად გვესმის ორბანისგან იგივე ნარატივი, რომელსაც ავრცელებს კრემლი, ამიტომ ეს არის კრემლის პროპაგანდის არხების გამეორება. ეს ვიზიტი დემონსტრირება იყო იმის,  რომ მათ ერთგვარი ძმობა და ერთნაირი მიდგომები აკავშირებთ. 

ეს მცდელობა იპოვოს ყველაზე მოკლე გზა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს არ გამოადგება. ორბანი არ არის ის პერსონა, რომელსაც ევროკავშირი პატივს სცემს ან მიეგებება. ამიტომ იმ ადამიანისგან მოთხოვნა, რომელიც თვითონ არ არის დემოკრატი, არის ფუჭი საქმე“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.  

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მოლაპარაკებით  დასრულების შესახებ, რასა იუკნევიჩენე აცხადებს, რომ ეს არის ის გზავნილი, რისი მოსმენაც კრემლს უნდა. 

"საქართველოდან ძალიან უცნაური გზავნილი მოდის, რაც რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.  ბევრი ევროპარლამენტარი აცნობიერებს, რომ საქართველო მხარს არ უჭერს უკრაინას ისე, როგორც მას ეკადრება. ეს ომი გადამწყვეტია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად რეგიონის მომავლისთვის“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები