ანდრია ჯაღმაიძე - მიღებულია გადაწყვეტილება, მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში

მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით, მსგავსად სხვა უწყებებისა, თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში,  - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ამის მიზეზი გახდა 14 ოქტომბერს  სვეტიცხოვლის ეზოში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც ჟურნალისტმა სასულიერო პირებს ავაზაკი უწოდა. ჯაღმაიძის თქმით, ამას წინ უსწრებდა სხვადასხვა დროს მარტვილის და სხვა ტაძრებში  მომხდარი ფაქტები. 

ჯაღმაიძის თქმით, თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღვთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად.

"მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც გამომდინარე საჭიროებიდან,  ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს. როგორც მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი, მითუმეტს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას. საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღვთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად. გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანაწესის დაცვით აუცილებელია ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რიგ შემთხვევებში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას გააკონტროლოს დასწრების საკითხი“,- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღევანდელ ბრიფინფზე არ დაუშვეს "მთავარი არხის" წარმომადგენლები. ჯაღმაიძის თქმით, წინა შემთხვევაში "მთავარი არხის“ წარმომადგენლები თვითნებურად იქცეოდნენ და უნებართვოდ შედიოდნენ სხვადასხვა ოთახებში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები