29 ოქტომბერს "ჭიათურობა 2022" აღინიშნება

29 ოქტომბერს ჭიათურაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული  "ჭიათურობა 2022" აღინიშნება. 

ქალაქის მთავარი დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენები, გამოფენები, სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობები, იმერულ ფაცხებში კი სოფლის ნობათი და ტკბილეული იქნება წარმოდგენილი. 

იმავე დღეს გაიმართება ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და სადღესასწაულო კონცერტი.

ღონისძიებაში ადგილობრივ კოლექტივებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი “ფორტე“ და გიორგი გაბუნიას ღამის შოუს ბენდი.

სადღესასწაულო ღონისძიებები ფოიერვერკით  დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები