შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია - "ემეგობრე პოლიციას“ თელავში გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება თელავში, ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ღონისძიებას ესწრებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ქალაქ თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი.

კამპანიის - "ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, თელავში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ტარდება. ღონისძიებაზე მისული სტუმრები ეცნობიან საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, ათვალიერებენ აღნიშნული დანაყოფების სპეცტექნიკას და აღჭურვილობას.

მოზარდები და ბავშვები, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მონაწილეობენ და მართლწესრიგის საკითხებზე საინტერესო ინფორმაციებს იღებენ.

აღსანიშნავია, რომ სახალხო ღონისძიებების პარალელურად მიმდინარეობს საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები სკოლებში, რომელთა ფარგლებშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლები მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდიან მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე. კამპანიის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.