კულება - უკრაინელები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ გამარჯვებას დრო დასჭირდება

ომი გაგრძელდება იმდენი ხანი, რამდენიც გამარჯვებისთვის საჭიროა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

"უკრაინელები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ გამარჯვებას დრო დასჭირდება. რა დრო დასჭირდება ამას? კვირები, ექვსი თვე ან წელიწადი - ეს სხვა საკითხია, მაგრამ გამარჯვება აუცილებლად მოვა. თუ საკუთარ თავს სხვა მიდგომას დავუშვებთ და ვადებს დავადგენთ, რომ ვიბრძვით მომავალ ზამთრამდე და მერე ვერ შევძლებთ - ეს არის დამარცხების გზა. ამ გზის დაშვება უკრაინას არ შეუძლია“, - განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, ცდებოდა, როდესაც ფიქრობდა, რომ მოსკოვი ომს შეწყვეტდა, როცა რუსების მსხვერპლი 10 ათასს გადასცდებოდა, პუტინს სხვების სიცოცხლე არ ადარდებს.

"სხვათაშორის დააკვირდით ევროპელი, ამერიკელი ლიდერების მიმართვებს. ბოლო პერიოდია ხშირად ამბობენ, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ომის დასაწყისში ეს ასე არ იყო“, – განაცხადა კულებამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები