არჩილ გამზარდია - ობიანი პურებივით არიან ოპოზიციური ლიდერები, ძალიან მოწყვეტილები არიან რეალობას

ობიანი პურებივით არიან ოპოზიციური ლიდერები, ჩაკეტილები არიან ვიწრო პოლიტიკური სექტის და არა პარტიის ჩარჩოებში,  - ამის შესახებ ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა არჩილ გამზარდიამ განაცხადა. 

მისი თქმით, პოლიტიკოსებს მოქალაქეების პრობლემები არ აინტერესებთ და მათ მხოლოდ თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ.  

"ობიანი პურებივით არიან ოპოზიციური ლიდერები, ჩაკეტილები არიან ვიწრო პოლიტიკური სექტის და არა პარტიის ჩარჩოებში, ეძებენ აბა ვინ დაუკრავს ტაშს, ვინ დაეთანხმება. ძალიან მოწყვეტილები არიან რეალობას. კი იციან,  რომ საქართველოში გაჭირვებაა და ამაზე უნდა ილაპარაკონ, მაგრამ ის პრობლემები,  რაც ჩვენ გვაწუხებს,  ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს არ აწუხებთ.  კარგად არიან, კომფორტში არიან, ფინანსების პრობლემა არ აქვთ. 

სოფლებში რომ გადიან,  დაბებსა და ქალაქებში, კი არ ინტერესდებიან ადამიანებს რეალურად რა  აწუხებთ, მიდიან, სასიუჟეტე კადრებს იღებენ, სინქრონს ჩაწერენ და  საკმარისია მათთვის,  რომ მედიის საშუალებით ზედაპირზე იტივტივონ“, - განაცხადა გამზარდიამ.   

მისი თქმით, ამ ადამიანების დრო ამოიწურა, მიუხედავად ამისა, პენსიაში ვერ მიდიან. 

"პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკური ლიდერები გახდნენ  რეზისტენტულები მოსახლეობისა და სახელმწიფოს ინტერესების მიმართ.  რაღაც მომენტში  მმართველი ძალა ნეგატიური კონოტაციით უფრო ფლობს სიტუაციას და თანამედროვე პოლიტიკურ ხრიკებს. ოპოზიცია ჩარჩა 2000-იანების დასაწყისის პოლიტიკურ ეპოქაში“, - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

უახლესი ამბები