აკია ბარბაქაძე - ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები უნდა გამოვიდნენ და გვითხრან ბირთვული საფრთხის შემთხვევაში, რა სტრატეგია გვაქვს

ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები უნდა გამოვიდნენ და გვითხრან  ბირთვული საფრთხის შემთხვევაში, რა  სტრატეგია გვაქვს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა სამხედრო საკითხებში აკია ბარბაქაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, აქტუალური გახდა ბირთვული უსაფრთხოების თემა, რომელზეც უკვე მუშაობენ მოქალაქეებზე ორიენტირებული სახელმწიფოები. 

"ბირთვული შანტაჟის შედეგად,  რომელიც პუტინმა აწარმოა, ცივი ომის შემდეგ პირველად დაბრუნდა ბირთვული უსაფრთხოების  თემა.  ეს არის ერთ-ერთი გასათვალისწინებელი თემა და ამაზე მუშაობენ სახელმწიფოები. ჩვენ გვაინტერესებს, რას ფიქრობს და რას აპირებს ჩვენი ხელისუფლება. წესით,  პოლიტიკური ლიდერები - პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი უნდა გამოვიდნენ და გვითხრან საზოგადოებას, არსებობს თუ არა ბირთვული საფრთხე და რა სტრატეგია გვაქვს.

თუ ხედავენ ბირთვულ საფრთხეს, სტრატეგიული კომუნიკაციის სამი ნაბიჯი აქვთ გადასადგმელი, საზოგადოების ინფორმირება,  თუ რა ტიპის საფრთხეა, მოსახლეობისათვის რჩევებისა და  ინსტრუქციების მიცემა, პასუხისმგებელი პირების ვერტიკალის შექმნა ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების თუ რაიონების მიხედვით, ვინც საზოგადოებასთან მუდმივ კავშირში იქნება. მნიშვნელოვანია თავშესაფრების თემა, მართალია ეს დიდ თანხებთან  იქნება კავშირში, მაგრამ გასაკეთებელია. ტოტალიტარული სახელმწიფო,  საბჭოთა კავშირიც კი თავის მოქალაქეებზე ასე თუ ისე ზრუნავდა და ესენი არაფერზე ზრუნავენ“,  - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები