ჭიათურაში სახალხო დღესასწაული "ჭიათურობა 2022" გაიმართა

ჭიათურაში სახალხო დღესასწაული “ჭიათურობა 2022 გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში პროგრამა დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.

დღესასწაულის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ლიეტუველ სტუმრებს, კაუნასის რაიონის კულტურის სახლთან არსებული თეატრის „სიენას“ წარმომადგენლებს შეხვდა, შემდეგ კი მათთან ერთად ღონისძიებებს შუერთდა.

საზეიმო ღონისძიებებს ასევე ჭიათურა საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი  დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა  წარმომადგენლები  და  მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ქალაქში მთელი დღის განმავლობაში  იმართებოდა  თეატრალიზებული წარმოდგენები, სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობები, მოეწყო გამოფენები, ფლეშმობები.

პოეტ ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის სახელობის სკვერში ტრადიციულად ყვავილებით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპული პოეტის მემორიალური დაფა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულმა  ერთეულებმა  ღია ცის ქვეშ, იმერულ ფაცხებში  ეთნოგრაფიული კუთხე ფოლკლორითა და სამზარეულოთი წარმოადგინეს.

წლის მთავარი ღონისძიების ყველაზე  მნიშვნელოვანი ნაწილი - ჭიათურის საპატიო მოქალაქეების არჩევის საზეიმო ცერემონია, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე გაიმართა.

საპატიო საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: 100 წლის მეცნიერს, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს ელენე აბაშიძეს;

ცნობილ პედიატრს, ჭიათურაში ბავშვთა ჯანდაცვის სამსახურის მესაძირკვლეების, ყარამან და ირაკლი ფაღავას შთამომავალს, პროფესორ ყარამან ფაღავას;

ჭიათურის მედსანნაწილის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ყოფილ გამგეს, 55-წლიანი მუშაობის პრაქტიკის მქონე ექიმ-თერაპევტს ნონა მოდებაძეს;

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანს, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული-სახელმწიფო თეატრის ყოფილ მთავარ რეჟისორს ანდრო ენუქიძეს;

ჭიათურა-საჩხერის მწერალთა გაერთიანების წევრს, არაერთი კრებულისა და ლექსის ავტორს პოეტ იზო ცარციძეს; 

ქალაქის ქალთა კონსულტაციის გამგეს, მეან-გინეკოლოგ ციური სარალიძეს.

გარდაცვალების შემდეგ საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: ცნობილ პედაგოგს, ჭიათურის მესამე საშუალო სკოლის ლეგენდარულ დირექტორს ნატო მუმლაძეს; სახელოვან ჭიათურელ ფეხბურთელს, თბილისის „დინამოს“ ყოფილ მოთამაშეს ზურაბ წერეთელს; კულტურის ღვაწლმოსილ მუშაკს, ჭიათურის კულტურის სახლის ყოფილ დირექტორს ოვა ბაქრაძეს; გამოჩენილ ჭიათურელ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, მრავალი ნიჭიერი და წარმატებული ფეხბურთელის აღმზრდელს გურამ (ჯადული) იობაშვილს.

საპატიო ჭიათურელები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა დააჯილდოვეს.

საპატიო მოქალაქეებსა და ჭიათურობაზე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი.

"ჭიათურობა-2022“ დღესასწაულზე გამართულ ღონისძიებაში, ადგილობრივ შემოქმედებით კოლექტივებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა "ფორტემ“ და გიორგი გაბუნიას ღამის შოუს ბენდმა.

უახლესი ამბები