კულება - კრემლი "შიმშილის თამაშებს" უბრუნდება

რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა "მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ, კრემლმა "შიმშილის თამაშების" დაბრუნების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ სექტემბერში მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.

"მარცვლეულის დერეფნიდან 220 კილომეტრის დაშორებით აფეთქებების მოგონილი საბაბით, რუსეთი ბლოკავს 2 მილიონ ტონა მარცვლეულს 176 გემზე უკვე ზღვაში - რაც საკმარისია 7 მილიონზე მეტი ადამიანის გამოსაკვებად. რუსეთმა ეს წინასწარ დაგეგმა“, - წერს კულება.

მისივე თქმით, კრემლი "შიმშილის თამაშებს" შეგნებულად დაუბრუნდა და ახლა თავისი გადაწყვეტილების გამართლებას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები