ლავროვი - პუტინი მზად არის დასავლეთთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა გარკვეული პირობებით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის.

"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მოვუსმინოთ ჩვენს დასავლელ კოლეგებს, თუ მოლაპარაკების გამართვას მოინდომებენ. ვიმედოვნებ, რომ დიპლომატიური დეპარტამენტებითა და სხვა არხებით კონტაქტების გამრავლების გარდა, რასაც ისინი საჯაროდ ამბობენ პროპაგანდისტული ხალისით, შეძლებენ შემოგვთავაზონ რამდენიმე სერიოზული მიდგომა, რომელიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის განმუხტვას და რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და მისი უსაფრთხოების სრულად გათვალისწინებას", - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, რუსეთი მზადაა ესაუბროს დასავლეთს, თუკი ის მიმართავს რუსეთის ფედერაციას "რეალისტური წინადადებებით, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობისა და ინტერესების ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე, რომელიც მიზნად ისახავს კომპრომისების პოვნას და ყველა ქვეყნის ინტერესების დაბალანსებას რეგიონში".

მისივე თქმით, "ბოლო ექვსი თვის განმავლობაში იყო რამდენიმე ინიციატივა ამერიკელების და ზოგიერთი სხვა დასავლელი კოლეგის მხრიდან, რომლებმაც მოითხოვეს სატელეფონო საუბარი რუსეთის ლიდერთან".

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი საგარეო საქმეთა მინისტრი მას იგივე თხოვნით მიმართავდა და ის ყოველთვის თანხმდებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, თუმცა უკრაინა უარს ამბობს "დასავლელი სპონსპორების პირდაპირი მითითებით".

მსგავსი სიახლეები