ნიკოლოზ ხატიაშვილმა ბრიუსელში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებში მიიღო მონაწილეობა

ანალიტიკური ორგანიზაციის “ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მკვლევარმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა ბრიუსელში, EU DisinfoLAB-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის დეზინფორმაციის საერთაშორისო კონფერენციასა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომსა და კრიზისზე რუსული დეზინფორმაციის გავლენას მიეძღვნა. 

ღონისძიებებზე მთავარი აქცენტი გაკეთდა რუსულ დეზინფორმაციაზე, როგორც საფრთხეზე მთელი ევროპისთვის და განხილული იქნა ახალი გზები და მიდგომები, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსულ დეზინფორმაციასთან ეფექტური ბრძოლა. 

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ ხატიაშვილი შეხვდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ვერა იუროვას, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს და კვლევითი ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), გერმანიის მარშალის ფონდის (GMF), დემოკრატიული კვლევების ცენტრის, ატლანტიკური საბჭოს, ევროპის პოლიტიკის ცენტრის, ბელინგკეტის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრების მთავარ განსახილველ თემას წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე ომი, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, შავი ზღვის უსაფრთხოების როლი ევროპის უსაფრთხოების დღის წესრიგში, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში საქართველოს როლი, ნატო-საქართველოს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვა. 

"შეხვედრებზე ძირითადად განვიხილეთ უსაფრთხოების გამოწვევები. ყურადღება გავამახვილე ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის წამყვანი კვლევითი ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ჩვენს რეგიონს და მიმდინარე პროცესებს. მათ მიაჩნიათ, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც რუსეთი წარმოადგენს მთავარ საფრთხეს ევროპისთვის, მიმდინარეობს არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გადახედვა და ყალიბდება ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა, სადაც შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონს ექნება უმნიშვნელოვანესი როლი“, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

უახლესი ამბები