პაატა მანჯგალაძე - თუ სჯერა, რომ "ქართულ ოცნებას“ გამოასწორებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს

"სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პოლიტიკურ ხედვებში თეონა აქუბარდიასა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებს შორის ფუნდამენტური სხვაობა არსებობს.

"ერთიანობაზე როცაა საუბარი, თეონა აქუბარდიას გადაწყვეტილება დასანანი და ცუდია. ჩვენ მეგობრებად ვრჩებით და მასზე ცუდს არადროს ვიტყვი, მაგრამ პოლიტიკურ ხედვებში იყო აშკარა პრინციპული და ფუნდამენტური სხვაობა. თეონა აქუბარდიას დღემდე მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია „ქართული ოცნების“ გამოსწორება, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ გამოსწორების შანსი არ არასებობს. ახლა არის დრო არა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის, არამედ მხილების, რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს. ამ საკითხში თეონა აქუბარდია სხვანაირად ფიქრობს.

წარმატებებს ვუსურვებთ, სადაც არ უნდა იყოს, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის არჩევანს და მის კრიტიკას არ ვაპირებ. მას თუ სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ გამოასწორებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები