უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთი მოლდოვის საჰაერო სივრცეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმისთვის იყენებს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთი მოლდოვის საჰაერო სივრცეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმისთვის იყენებს, - ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.

"ისინი უტევენ უკრაინას როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან, იყენებენ მოლდოვის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიას, მის საჰაერო სივრცეს ტერორისტული თავდასხმებისთვის", - განაცხადა იგნატმა.

მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი დანაშაული, რომელიც საჭიროებს დასაბუთებას და დასავლური საზოგადოებისთვის ჩვენებას.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხედავთ უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენას რუმინეთის საზღვრიდან 5-10 კილომეტრში. ანუ ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი ნატოს ქვეყნების პროვოცირებას ახდენს“, - განაცხადა იგნატმა.