თეონა აქუბარდია - არანაირი ილუზია, რომ "ქართული ოცნება" რამეს გააკეთებს, არ გამაჩნია, თუმცა მე მჯერა პროცესის

არანაირი ილუზია, რომ "ქართული ოცნება" რამეს გააკეთებს,  არ გამაჩნია, თუმცა მე მჯერა პროცესის, - ასე განმარტავს დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია მის მიერ პარტიის "სტრატეგია აღმაშენებლის“ დატოვებას. 

მისი თქმით, "სტრატეგია აღმაშენებლისგან" განსხვავებით მიიჩნევს, რომ თუ პარლამენტში არიან, მაშინ საპარლამენტო მუშაობაში სრულფასოვნად უნდა მონაწილეობდნენ. 

"ტაქტიკაში არის განსხვავება. მე არ გახლავართ პოლიტსაბჭოს წევრი, "სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გასული დეპუტატი ვარ და ბუნებრივია, როდესაც ხდება პოზიციების განსხვავება, ხდება პარტიის დატოვება. უბრალოდ, ამ დროში განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ეს გადაწყვეტილება. 
ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნების“ კრიტიკას შევასუსტებ. ვართ ერთ პოლიტიკურ ჯგუფში და ეს არ გამორიცხავს თანამშრომლობას. 

მე არანაირი ილუზია, რომ "ქართული ოცნება" რამეს გააკეთებს,  არ გამაჩნია, თუმცა მე მჯერა პროცესის, რომელზეც საზოგადოების ინფორმირებულობა არის აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ რა აზრი აქვს პარლამენტში ყოფნას?  მაშინ უნდა დავტოვოთ პარლამენტი. თუ ვართ პარლამენტში,  ამ პროცესის მონაწილეები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა აქუბარდიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები