პარლამენტში სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ხუთ კანდიდატს მოუსმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ხუთ კანდიდატს: ალექსანდრე კობაიძეს, ლევან კოკორაშვილს, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძეს და სერგო მახარაძეს მოუსმინა.

ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა ქვეყნაში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.

"ეს შეეხება ე.წ. გაჭიანურებულ პროცესებს, ე.წ მხარეთა უთანასწორობას და ასევე,  დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემატური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნა კანდიდატმა. მისი თქმით, მომავალმა სახალხო დამცველმა უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ გაზრდილ ჯარიმებზე და ადმინისტრაციული პატიმრობის  ვადებზე, რომ არ მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევა, ასევე, ჰაერის დაბინძურების საკითხზე, ე.წ. გამოსახლების პოლიტიკაზე, ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე,  შშმ პირთა დასაქმებაზე და  მათი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში  მონაწილეობის უფლების რეალიზების საკითხზე, ფემიციდის გაზრდილ სტატისტიკაზე  და ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციაზე.

სახალხო დამცველობის კანდიდატის ლევან კოკორაშვილის განცხადებით, მისი არჩევის შემთხვევაში იგი აუცილებლად იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქის ომბუდსმენი  და საზოგადოებაში აღადგენს ნდობას სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ მაღალი ხარისხით.

"მე ვიქნები ის სახალხო დამცველი, რომელიც ხშირად ივლის ქვეყნის ყველა რეგიონში, მოვუსმენ ყველა მოქალაქეს, შევისწავლი ყველა იმ ფაქტს, რომელიც შეეხება მათი უფლებების დარღვევებს და მივიღებ ყველა ზომას მანდატის ფარგლებში მათი უფლებების აღსადგენად. მე ვიქნები ის ომბუდსმენი, რომელსაც არ ეყოლება ფავორიტი პოლიტიკური მხარე და არ შეეგუება არც ხელისუფლების და არც სხვა პოლიტიკური სპექტრის მიერ კანონისა და კონსტიტუციის  ჩარჩოდან გასვლას“, - განაცხადა კანდიდატმა.

სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნუგზარ კოხრეიძის განცხადებით, მისი პროგრამა ეფუძნება სამ ხედვას - სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების ეფექტურობის ზრდა და ინსტიტუციური გაძლიერება, კონკრეტული სეგმენტის მიმართულებით უფლებების დარღვევაზე რეაგირების და საზოგადოებასთან კომუნიკაციის და საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობის გაძლიერება.

„ის მიმართულებები, რომელებზეც პროგრამაში აქცენტები გაკეთებული არ არის მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის  ინსტიტუციის მიერ მეტ-ნაკლებად წარმატებულად სრულდება და არჩევის შემთხვევაში მათ შენარჩუნებას და კიდევ უფრო გაძლიერებას გპირდებით“, - აღნიშნა კანდიდატმა.
სახალხო დამცველობის კანდიდატის გიორგი მარიამიძის განცხადებით, ქართულ რეალობაში უამრავი პრობლემა დაგროვდა და ამ ყველაფრის მიზეზი განათლების, გამოცდილების, ინფორმაციის, პასუხისმგებლობისა და გამბედაობის ნაკლებობაა.

"ვეცდები, რომ სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა გამოწვევის თაობაზე და ვიზრუნო იმაზე, რომ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით დავძლიოთ არსებული პრობლემები და თავიდან ავიცილოთ მომავალი საფრთხეები. სახალხო დამცველის რანგში შევეცდები ვიყო ხიდი ხალხსა და ხელისუფლებას შორის, რათა ხელისუფლებამ უკეთ გაიგოს ხალხის ხმა და შეიტყოს ხალხის საჭიროებები. შევეცდები ყველა პოლიტიკურ პარტიის, ასევე, შიდა თუ გარე, კერძო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ყურადღება მივმართო ხალხის ინტერესებისკენ და მოვუწოდო ყველას ერთობლივად ვიზრუნოთ საქართველოს მოსახელობის უკეთესი აწმყოსა და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გიორგი მარიამიძემ.

სახალხო დამცველობის კანდიდატმა სერგო მახარაძემ კომიტეტის წევრებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო. მისი თქმით, მისი საქმიანობა  სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში  სოციალურ თემებზე იქნება ორიენტირებული.

"მინდა აქცენტი გავაკეთო რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე. დღეს სახალხო დამცველის აპარატში არსებობს რეგიონალური წარმომადგენლობა, თუმცა ის, უფუნქციოა და ვერ წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს“,-განაცხადა სერგო მახარაძემ. 

კანდიდატი ასევე შეეხო რეგიონებში ქართული ენის პოპულარიზაციის საკითხს. „რეგიონებში ეთნიკურად დასახლებული მოსახლეობიდან არ მოდის და არ ჩანს პრობლემები, რაც მათ აწუხებთ. ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება მათთან ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბარი, როგორიცაა, საკუთრების, შრომის, ქონებრივი და სხვა უფლებები, რაც დაკავშირებულია უშუალოდ მათ ცხოვრებასთან“,-განმარტა კანდიდატმა. 

მისივე თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა.

სახალხო დამცველობის თითოეულმა კანდიდატმა ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებისა და უფრაქციო დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

პარლამენტში წარდგენილი სახალხო დამცველობის 19 კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ამ ეტაპზე 12  კანდიდატს მოუსმინა. კანდიდატების მოსმენა გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები