პარლამენტში სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატების მოსმენის პროცესი გრძელდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატს მაკა მინდიაშვილს მოუსმინა.

კანდიდატის განცხადებით, სახალხო დამცველი უნდა იყოს შემაკავშირებელი რგოლი ხალხსა და მთავრობას შორის.

"სახალხო დამცველი ვალდებულია განიხილოს ყველა საჩივარი და ილაპარაკოს იმ ჯგუფების სახელით, რომელთა საჩივრებიც წარდგენილი იქნება. ომბუდსმენის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ჩემი პრიორიტეტი იქნება ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვა, მათ შორის, მზრუნველობამოკლებული ბავშვების, მრავალშვილიანი ოჯახების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, პატიმრების და სოციალურად დაუცველი პირების. ვაპირებ დავიწყო სამართლებრივი ბრძოლა საბანკო პროცენტის დაწევაზე“, - განაცხადა მაკა მინდიაშვილმა.

სახალხო დამცველობის კანდიდატმა ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

პარლამენტში წარდგენილი სახალხო დამცველობის 19 კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უკვე 12 კანდიდატს მოუსმინა.

ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ხვალ 09.30 საათზე გაგრძელდება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წინაშე ჯემალ ნათელაშვილი წარდგება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები