გიორგი გობრონიძე - სოჭში გამართული შეხვედრა იყო მოსკოვის მიერ სახის შენარჩუნების მცდელობა

ეს იყო მოსკოვის მიერ სახის შენარჩუნების მცდელობა, - ამის შესახებ Front News-ს "ევროპის  უნივერსიტეტის" პროფესორმა გიორგი გობრონიძემ  სოჭში რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის  ლიდერების შეხვედრის შესახებ განუცხადა.  

მისი თქმით, ეს შეხვედრა, პირველ რიგში რუსეთის მხრიდან იყო ხაზგასმა, რომ ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს გარკვეულ პოზიციებს რეგიონში. 

"რუსეთში ჩატარებული მოლაპარაკებები,  პირველ რიგში,  იყო ხაზგასმა რუსეთის მხრიდან, რომ ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს  გარკვეულ პოზიციებს რეგიონში, რომ მას ჯერ კიდევ შესწევს უნარი დაალაგოს ურთიერთობები თავის ახლო სამეზობლოში. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პოზიციები მართლაც არის შესუსტებული ცენტრალური აზიის რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, ამას ვერ გაექცევა, მაგრამ ეს იყო მოსკოვის მიერ სახის შენარჩუნების მცდელობა.  

თუ გავიხსენებთ იმას,  რომ  აზერბაიჯანის პირველი შეტევის ტალღა, რაც იყო ახლახანს სომხეთის მიმართულებით, გააჩერა სწორედ აშშ-მა, რის შემდეგაც შეხვედრა შედგა პრაღაში, ამ ყველაფრის ფონზე რუსეთისათვის იყო მნიშვნელოვანი შეხვედროდა  ორივე მხარეს“, - განაცხადა გობრონიძემ. 

მისივე თქმით, რუსეთი ჯერ კიდევ რჩება ორივე მხარისათვის ფაქტორად.   

"რუსეთი კი ჯერ კიდევ რჩება დეკლარირებულად სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორად და მოკავშირედ, ასევე აზერბაიჯანს აქვს გაფორმებული სამოკავშირეო მემორანდუმი რუსეთთან, რუსეთი ფორმალურად მაინც ორივესთვის რჩება მოკავშირე სახელმწიფოდ. ამდენად, ეს იყო შესაძლებლობა შეხვედროდნენ და განეხილათ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები“, -  განაცხადა გობრონიძემ. 

რაც შეეხება იმას, თბილისი გახდება თუ არა სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის მოლაპარაკების პლაცდარმი, გობრონიძე აღნიშნავს, რომ ეს პროცესი ბევრ რამეზეა დამოკიდებული.  

"თბილისისთვის მნიშვნელოვანია,  რომ ვიღაცის შესუსტებას კი არ დაველოდოთ, ჩვენ გვქონდეს სწორი, გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი სამეზობლო პოლიტიკა, როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან. ამ შემთხვევაში,  ჩვენ შევძლებთ ვიყოთ არა უბრალოდ მოლაპარაკების ადგილი მათთვის, არამედ ჩამოვყალიბდეთ სახელმწიფოდ, რომლის ინტერესსაც გაითვალისწინებენ, თუნდაც ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში. ამ ეტაპზე არ არსებობს მიზეზი ვისაუბროთ იმაზე, რომ თბილისი რაღაც პროცესს გამოეთიშა, რადგან ის არც ყოფილა რაიმე პროცესის მონაწილე“, - განაცხადა გობრონიძემ.  

სოჭში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამი ქვეყნის ლიდერის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამია, რომ რუსი მშვიდობისმყოფელების რეგიონში ყოფნა აუცილებელია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები