დიმიტრი საძაგლიშვილი - სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ხელისუფლების მესიჯბოქსის შესაბამისად შეცვალა

სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ხელისუფლების მესიჯბოქსის შესაბამისად შეცვალა, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლებას აწუხებდა ის ფაქტი, რომ ნიკა გვარამია ციხეში  მხოლოდ კომპანიის ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის იჯდა. 

"როგორც ჩანს,  ხელისუფლებას ძალიან ტკიოდა ის გარემოება, რომ ნიკა გვარამია 6 თვის განმავლობაში ციხეში კომპანიის ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის იჯდა, ამიტომ გადაწყვიტეს უსამართლობა კი არ გამოესწორებინათ და ნიკა გვარამია გაეთავისუფლებინათ, ახლა სხვა ეპიზოდზეც პატიმრობა გამოეყენებინათ, რომ თითქოსდა როგორმე შეეცადონ გამართლებას, რომ მხოლოდ ავტომობილის გამოყენების გამო საპატიმრო დაწესებულებაში არ ყოფილა. შედეგის თვალსაზრისით,  არაფერი იცვლება. 3 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი და ეს სასჯელი დარჩა, უბრალოდ, ხელისუფლების მესიჯბოქსის შესაბამისად, სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.  

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას სასჯელი  დაუმძიმა, რაზეც მას ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული,  მასზეც პატიმრობა მიუსაჯა, რითაც საბოლოო ჯამში, თავისუფლების 3 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები