ლელა ჯეჯელავა - რაც დრო გადის და პარლამენტში ყოფნით ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაციას უხანგრძლივებს, მით უფრო ცუდ დღეში ჩაიგდებს თავს მომავალ არჩევნებზე

რაც დრო გადის და პარლამენტში ყოფნით ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაციას უხანგრძლივებს, მით უფრო ცუდ დღეში ჩაიგდებს თავს მომავალ არჩევნებზე, - ამის შესახებ Front News-ს  პოლიტიკის ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განუცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა იგივე ტიპის დანაშაულია, რასაც "ქართული ოცნება" ჩადის.  

"თუ ოპოზიციამ პარლამენტში ყოფნით ისიც ვერ მოახერხა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მოარგო ივანიშვილს, მაშინ რა არის მათი პარლამენტში ყოფნის ფუნქცია?! რისთვის სხედან პარლამენტში, რომ დაადასტურონ,  ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი და არა ოლიგარქი, რომელსაც პოლიტიკურ პროცესებზე გავლება არ აქვს და რომ დავით კეზერაშვილია ოლიგარქი? დასვან კითხვა, რომელ მინისტრზე აქვს გავლენა დავით კეზერაშვილს,  ან თუ ხაზარაძისა და ჯაფარიძის პოლიტიკური გავლენებია ისეთი, რომ ისინი პოლიტიკური ვერტიკალის გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენენ? 

სანამ კარგი ამინდი იყო, ოპოზიციამ იმის "ფუფუნებაც" კი არ მისცა ხალხს, რომ მაშინ დამდგარიყვნენ ქუჩაში და ახლა ალბათ, ყინვაში უნდა გამოეფინონ გარეთ, იმისთვის, რომ დავამტკიცოთ რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია? 

რომელი 12 პუნქტის შესრულებაზე ვსაუბრობთ, ვხედავთ,  რაც ხდება სასამართლოში. თუ კიდევ ვინმეს ჰგონია,  რომ "ქართული ოცნების" მიზნებში შედის ევროპული ინტეგრაცია და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება,  წარმოუდგენელია“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები