აკია ბარბაქაძე - არ არის დღეს ოპოზიციის კრიტიკის დრო

ჩვენ გვყავს არა უსაფრთხოების სამსახური, არამედ ფსბ-ს ფილიალი, რომელიც ავიწროებს ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანებს და ოპოზიციურ პარტიებს, -  ამის შესახებ პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა აკია ბარბაქაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ძნელია მკაცრი შეფასებები გამოთქვა ოპოზიციის მიმართ, რომელი ასეთი წნეხის ქვეშ იმყოფება. 

"ივანიშვილი იმეორებს რუსული მმართველობის სტილს, ჩვენ გვყავს არა უსაფრთხოების სამსახური, არამედ ფსბ-ს ფილიალი, რომელიც ავიწროებს ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანებს, ოპოზიციურ პარტიებს. არ არის დღეს ოპოზიციის კრიტიკის დრო, არც ის რომ ვიღაცას შეუძახო, - გამოდი პარლამენტიდან, ან ისე მოიქეცი, ან ასე. ისიც ძნელია გაერთიანება მოთხოვო ამ ხალხს.  არ არიან მზად, ადამიანებთან გვაქვს საქმე. იქნებ გაგვეკეთებინა ადგილი, სადაც ვიმსჯელებთ ამ პრობლემებზე და თემებზე,  კოორდინაციაში მოვიყვანთ ყველას თავის შესაძლებლობების მიხედვით“,- განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები