ანრი ოხანაშვილი - ჩვენი პოზიცია ეყრდნობა ევროპულ სტრუქტურებს, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ ჩვენი ქვეყნის მხრიდან კონკრეტული პუნქტების შესრულება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის, რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების პოზიცია ეყრდნობა ევროპულ სტრუქტურებს. 

მისი ვარაუდით, სწორედ ამ განცხადების შესაბამისად იმოქმედებენ ევროპული სტრუქტურები და არა ცალკეული პარტიების სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებსაც არ სურთ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. 

"ესეც არის ოფიციალური განცხადება ქალბატონი ფონ დერ ლაიენის,  რომელიც ხელმისაწვდომია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ეყრდნობა ევროპულ სტრუქტურებს, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ ჩვენი ქვეყნის მხრიდან კონკრეტული პუნქტების შესრულება და არა პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების განცხადებებს, რომლებიც არ არიან სამწუხაროდ მოწადინებულნი, მათ არ სურთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის სამწუხარო რეალობა,’’ - განაცხადა ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები