თინა ხიდაშელი - ივანიშვილზე გავლენის მოხდენის ერთადერთი გზა მასზე ქართული საზოგადოებისგან ზეწოლაა და არა სანქციების შიში

ივანიშვილზე გავლენის მოხდენის ერთადერთი გზა მასზე ქართული საზოგადოებისგან ზეწოლაა და არა სანქციების შიში, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის არაფორმალური მმართველი უკან მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიხევს, თუ ხელისუფლების დაკარგვის რეალურ საფრთხეს, არჩევნებში დამარცხების შესაძლებლობას დაინახავს. 

"ვერ ვხედავ დასავლური ზეწოლის, ან თუნდაც სანქციების მუქარის გამო ივანიშვილის მიერ უკან გადადგმული ნაბიჯების შესაძლებლობას. ერთადერთი მექანიზმი, რომელიც მასზე გავლენის მოხდენისთვის არსებობს, ეს არის ქართული საზოგადოებისგან ქმედითი,  აქტიური ზეწოლა  და მარცხის შიში. დასავლეთიდან ზეწოლა, თუნდაც სანქციების მუქარა მას არ უქმნის ძალაუფლების დაკარგვის შიშს. ის არ არის დამოკიდებული დასავლეთზე, არც ფინანსურად და არც პოლიტიკურად, მიხეილ სააკაშვილი ანგარიშს უწევდა ჩვენი პარტნიორების მოსაზრებებს, რადგან ის პოლიტიკაში დარჩენას გეგმავდა, ივანიშვილზე ასეთი გავლენები არ არსებობს, რადგან მას არ აქვს შემდგომი პოლიტიკური დღის წესრიგი. მისი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნებაა. 

ამიტომ მან  უნდა დაინახოს, რომ გაყალბების ის  ზღვარი, რომელიც აქვს, გადაილახება. მხოლოდ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ის აუცილებლად უკან დაიხევს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები