ადვოკატი - მოსამართლემ საქმის გარჩევები მომიწყო, ანგარიშსწორებით დამემუქრა

ადვოკატი მამუკა ნოზაძე გორის რაიონულის სასამართლოს მოსამართლეს მუქარაში ადანაშაულებს. 

მისი თქმით, მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებების გამო სხდომათა დარბაზში "საქმის გარჩევა" დაუწყო და ანგარიშსწორებით დაემუქრა.

"გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გ. კუპრეიშვილმა დღეს საქმის გარჩევები მომიწყო სავსე დარბაზის და კოლეგების წინაშე ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრებების და პოსტების გამო და ეს მაშინ, როცა კონკრეტულ საქმის განხილვასთან არაფერ შუაში არ იყო. გარდა საქმის გარჩევებისა რამდენიმეჯერ დამემუქრა მის ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით ანგარიშსწორებით, რასაც ამ ეტაპზე, თურმე არ იყენებს და რაღაცეებს “მპატიობს”.

მოსამართლის ქმედება გარდა იმისა, რომ არაეთიკურია და მიუღებელი, ამავდროულად დანაშაულის შემცველია, რასაც მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. საფრთხის შემცველია მოსამართლის მუქარა და ალბათ, ეს იმ ნარატივის გაგრძელება, რითაც დაგვემუქრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გვრიტიშვილო, რომ თავდაცვიდან გადავლენ თავდასხმაზე.

მოსამართლე, რომელიც საჯაროდ გადადის მუქარაზე ადვოკატის მიმართ, ეს არის ადვოკატისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა (ფარულად ისედაც ბევრ უკანონობას ჩადიან სხვადასხვა თვალსაზრისით) საგანგაშო სიმპტომია და ილუსტრირება იმისა, რომ საზოგადოების ყველა წარმომადგენელს საფრთხე ემუქრება", - წერს მამუკა ნოზაძე.

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmamuka.nozadze.5%2Fposts%2Fpfbid0U7fmT8ASV85RhSezDKtvabdLPFyund7JFz6bcwFVeQgjhJ5CEf2qHFSpgbeKonMbl&show_text=true&width=500" width="500" height="285" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>