ნიკა ობოლაძე - პროცესი ასე მარტივად არ გაჩერდება, რადგან კრიზისი არის უფრო ღრმა, ვიდრე ჩანს

შეუძლებელია, ეს კრიზისი ვინმეს ბრალი იყოს, თუ არა პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა ნიკა ობოლაძემ პარტიაში არსებული მდგომარეობის შესახებ განაცხადა. 

მისი თქმით, პარტიიდან ნონა მამულაშვილის წასვლა მისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. 

"ფაქტია, რომ პარტიაში არის იდეური და სტრუქტურული კრიზისი. ფაქტია, რომ პარტიამ ვერ შეძლო ვერანაირი განახლება და ახალგაზრდა, გულანთებული და კომპეტენტური ადამიანები ვერ ნახულობენ პარტიაში საკუთარ ადგილს. არის ფუნდამენტური კრიზისი, რომლის დაძლევა თუ არ მოხდა, შეუძლებელია,  ჩვენ ვისაუბროთ ხელისუფლების დემონტაჟზე. შეუძლებელია,  ეს კრიზისი ვინმეს ბრალი იყოს, თუ არა პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის.

ნონა მამულაშვილის გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელობა არ ყოფილა და სამწუხაროდ, ეს პროცესი ასე მარტივად არ გაჩერდება, იმიტომ რომ ეს კრიზისი არის უფრო ღრმა და უფრო ფუნდამენტური, ვიდრე ჩანს“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.  

ნონა მამულაშვილმა "ნაციონალური მოძრაობისა“ და პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ, გვიან ღამით გაავრცელა.  

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები