ანრი ოხანაშვილი - ჯგუფი საქმიანობს 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ამოცანის შესასრულებლად

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის  განცხადებით, განხილული იყო სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები.

"ჯგუფი საქმიანობს 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ამოცანის შესასრულებლად. ჩვენ სასამართლო რეფორმის სტრატეგია დათქმულ დროში წარმოვადგინეთ და უკვე, 1 ოქტომბერს გავასაჯაროვეთ. სამუშაო ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა საკანონმდებლო ცვლილების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მნიშვნელოვანია, რომ  ჯგუფი მუშაობდა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის წევრების, სამოქალაქო და პროფესიული საზოგადოების  წარმომადგენლების ჩართულობით  მაქსიმალურად გამჭვირვალედ. განხილული იყო თითოეული წინადადება და შემოთავაზება, რაც კი ჯგუფის წინაშე იყო დასმული. ჩვენ შევაჯერეთ საკითხები, რა თქმა უნდა, რჩება განსხვავებული პოზიციებიც, თუმცა დღეს სამუშაო ჯგუფში კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საბოლოოდ მომზადდა“,  - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები