ანრი ოხანაშვილი - ბევრი ოლიგარქი ჰყავთ "ნაციონალურ მოძრაობაში“, მის მიღმაც

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ნონა მამულაშვილის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვება მეტყველებს, რამდენად სცემენ პატივს პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები მათ ამომრჩეველს.

"სერიოზული პრობლემა და გამოწვევაა-მეთქი, რომ გითხრათ, ალბათ, გამიგებთ, რომ ასე არ არის. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს პოლიტიკური კულტურის შეგნებაზე და მეტყველებს იმაზე, რამდენად სცემენ პატივს პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები მათ ამომრჩეველს. ერთ დღეს ვიღაცას უბრალოდ აღარ მოუნდა პარლამენტში ყოფნა, დაიღალა. ოღონდ მუშაობით კი არ დაიღალნენ, არ ვიცი, რით დაიღალნენ და გადაწყვიტეს, აღარ სურთ, იმ ხალხის ინტერესები წარმოადგინონ, ვინც მათ ხმა მისცა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, იმაზეც, თუ რატომ აქვთ ასეთი რეიტინგები, მეტყველებს მათ პოლიტიკურ შეგნებაზე. ამომრჩევლის მიმართ პატივისცემა არ აქვთ. დანარჩენი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იდარდოს, რა ხდება მათ რიგებში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე განაცხადებით, ახლა ბრძოლა მიმდინარეობს, ვინ მეტ დაფინანსებას მიიღებს კონკრეტული ოლიგარქისგან.

"რაც შეეხება პროცესებს, ბრძოლას, ვინ უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებს კონკრეტული ოლიგარქისგან. ბევრი ოლიგარქი ჰყავთ "ნაციონალურ მოძრაობაში“, მის მიღმაც, შესაბამისად, ვაშაძე რაც არ უნდა ეცადოს, რომ უფრო ძლიერი და მაგარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყოს, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. ეს ხალხი მაინც "ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან მოდის, "ნაციონალურ მოძრაობაში“ ფორმალურად არიან თუ არ არიან, იგივე იდეოლოგიას და ფასეულობებს ატარებენ, არავითარი ბმა და კავშირი არ აქვთ ხალხთან. მათი პოზიციებია, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფსა და საზოგადოებას შორის ჩატეხილია ხიდი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ არც ლიდერი ჰყავთ და ახლა მიმდინარეობს ბრძოლა ფულის შოვნისთვის – ვინ უფრო მეტ ფულს იშოვის მათი ოლიგარქისგან და ეს მოცემულობას ვერ შეცვლის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები