გიორგი მშვენიერაძე - გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს თადუმაძეს სასამართლოში, დარჩენილია პროცედურული ნაწილი, რომელსაც ივანიშვილი გამოიყენებს, როცა უნდა მაშინ

გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს თადუმაძეს სასამართლოში, დარჩენილია პროცედურული ნაწილი, რომელსაც  ივანიშვილი გამოიყენებს, როცა უნდა მაშინ, - ამის შესახებ ორგანიზაციის "დემოკრატიის მცველები“ წარმომადგენლმა  გიორგი მშვენიერაძემ  თავდაცვის ყოფილი მინისტრის კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის შესახებ განაცხადა. 

მისი თქმით, რეალური სასჯელი, რაც ამ  შეიძლება მოყვეს, აღსრულების დროს მოყვეს,  ტელეკომპანია "ფორმულას" დაყადაღებაა.  

"გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს თადუმაძეს სასამართლოში, მხოლოდ პროცედურული ნაწილია დარჩენილი ივანიშვილის ხელში და ამას გამოიყენებს, როცა უნდა მაშინ.

საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო ედავებოდა 2 ადამიანს, რომ დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე  ნინუას, რომ მისი მინისტრობის დროს თავდაცვის სამინისტრომ  გაფლანგა 5 მილიონ ევროზე მეტი.  როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ეს თანხა სადმე კი არ გადაყარეს, ერთ-ერთი ებრაული კომპანია საქართველოს ჯარს წვრთნიდა 2008 წლიდან,  კონტრაქტის მიხედვით,  გათვალისწინებული იყო თანხების ავანსად წინასწარ ჩარიცხვა, მომსახურება ფაქტობრივად გაწერილი იყო და ამას   ადასტურებს ბევრი მოწმე საქმეში, მაგრამ არ იყო დოკუმენტირებული სათანადოდ“, - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

მისი თქმით, ეს საქმე არის "ფორმულას" თავზე დაკიდებული "დამოკლეს მახვილი“, რომელიც მაშინ  ამოქმედდება, როდესაც ქვეყნის დეფაქტო მმართველს დასჭირდება. 

"პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლომ ეს დაინახა, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ ეს ყველაფერი შემოაბრუნა. ორი კვირით ადრე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ საქმეს  მიეხედება, მალევე „მიეხედა“ ამოტრიალებული საქმით, რეალური სასჯელი, რაც ამ საქმეს შეიძლებოდა მოყოლოდა, დავით კეზერაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა, მას პოლიტიკური თავშესაფრებიც ქონდა მიღებული ევროპის სასამართლოების მიერ, ერთადერთი რაც შეიძლება მომხდარიყო, წაერთმიათ მისთვის ის, რასაც საქართვლოში ფლობდა, ეს ერთადერთი რამ რეალურად არის ტელეკომპანია ფორმულა. ცხადია, თუ ამას გააკეთებდა სახელმწიფო უხეშად და იმავე ტალღაზე მოითხოვდა ფორმულას დაყადაღებას, ატყდებოდა ამბავი. არ იჩქარა ხელისუფლებამ და შემდეგ იტყვის სასამართლოში კი არ მოვითხოვე ამის დაყადაღება, აღსრულების დრო დადგა“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები