ვერეშჩუკი - მოლაპარაკებების დაწყებაზე მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ, როცა რუსები ოკუპირებულ მიწებს დატოვებენ

ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე მაშინ, როდესაც რუსები ოკუპირებულ მიწებს დატოვებენ. უკრაინა არ აპირებს დათმობებზე წასვლას და ტერიტორიების მიცემას, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე როდის დაიწყება დიპლომატია უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის, ვერეშჩუკმა უპასუხა: "ტემპის ცვლილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთი დატოვებს იმ მიწებს, რომლებზეც შემოიჭრა“.

ვერეშჩუკმა ასევე გამორიცხა რაიმე ტერიტორიული დათმობა, რომელზეც ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საუბრობს, ე.წ. "მშვიდობის" შესახებ დონბასის და ყირიმის სანაცვლოდ.

"უკრაინელები ამაში მკაფიო და ერთსულოვანი არიან: ჩვენ არ ვვაჭრობთ ჩვენი ხალხით და ჩვენი რეგიონების ნაწილით, როგორც ყირიმში, ასევე დონბასში. პუტინი არ არის ორიენტირებული მხოლოდ მიწაზე, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ კომპრომისი შესაძლებელია. პუტინს უნდა გაგვანადგუროს როგორც სახელმწიფო, ეს ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

მსგავსი სიახლეები