ნიკა სიმონიშვილი - ეს არის ღირსების საქმე არამარტო მედიის წარმომადგენლებისთვის, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორისა და ქვეყნისთვის

ეს არის ღირსების საქმე არამარტო მედიის წარმომადგენლებისთვის, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორისა და ქვეყნისთვის. ამიტომ, მივმართეთ ევროსასამართლოს ევროკონვენციის 4 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.  

როგორც ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამ დრომდე დაუსჯელი არიან  ორგანიზატორები და ასევე გამოძიება არაეფექტურია ჩინოვნიკების მიმართ, ვინც 5 და 6 ივლისს  ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა წაახალისა.

"16 მედიის წარმომადგენლის სახელით მივმართეთ ევროსასამართლოს 5 ივლისის საქმეებთან დაკავშირებით. მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე ჩვენ ვხედავთ, გამოძიება 5 ივლისის საქმეებზე არის არაეფექტური. არაეფექტურია როგორც უშუალოდ მოძალადეების ნაწილში, რომლებიც არ არიან ყველანი დასჯილი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ იყოს მოძიებული სათანადო და საჭირო მტკიცებულებები, ყველა მოძალადე არ ყოფილა დასჯილი ამ დრომდე და რაც ერთ ერთი ყველაზე საგანგაშოა ისაა, რომ არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არაა მიცემული მაშინ, როდესაც არაერთი საჯარო და ღია მტკიცებულება არსებობს მათი მხრიდან შესაბამისი დანაშაულების ჩადენისა. პროკურატურა, უბრალოდ, არაფერს აკეთებს ამ ნაწილში. არამარტო ორგანიზატორების ნაწილშია არაეფექტური გამოძიება, არამედ სახელმწიფოს  იმ თანამდებობის პირების ნაწილში, რომლებსაც 5 და 6 ივლისს ევალებოდათ როგორც ჟურნალისტების, ისე აქტივისტების დაცვა.

სახელმწიფოს პირდაპირი დაშვებისა და არაეფექტურობის და პირდაპირი წახალისების ფონზე ჩვენ მივიღეთ ის, რომ დაზარალდა არაერთი ჟურნალისტი, მედიის წარმომადგენელი  და 5 ივლისის მოვლენებიდან რამდენიმე დღეში ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.  ეს არის ღირსების საქმე არამარტო მედიის წარმომადგენლებისთვის, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორისა და ქვეყნისთვის. ამიტომ, მივმართეთ ევროსასამართლოს ევროკონვენციის 4 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. მათ შორისაა როგორც გამოხატვის თავისუფლება, ისე წამების აკრძალვა. შესაბამისად,  გვაქვს იმედი, რომ ამ მუხლებთან დაკავშირებით დადგინდება სტრასბურგის სასამართლოს მიერ დარღვევა", -  განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები