ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მოიტანს კონკრეტულ შედეგებს

დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში. მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციაში, სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად და მას ექნება შესაძლებლობა, იმსჯელოს ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც ამ მიმართულებით დღეს მსოფლიოს გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერს აღნიშნულ კონფერენციაზე ექნება მიმართვა.

"ასევე, პრემიერ-მინისტრს ექნება მიმართვა აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, სადაც საქართველოს პრიზმიდან დანახული ყველა ის გამოწვევა და ის ყველა გეგმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, იმისთვის რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით იქნება გაჟღერებული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მოიტანს კონკრეტულ შედეგებს და ტრადიციულად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო ყოველთვის წარმოდგენილია მაღალ დონეზე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში და წელსაც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა იქნება კონკრეტული ხელშესახები შედეგების მომტანი“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები